2025 წლის 20 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტი ატარებს სტუდენტთა ყოველწლიურ, XII სამეცნიერო კონფერენციას „კულტურა, იდენტობა, პოლიტიკა”.
კონფერენცია ინტერდისციპლინურია, მასში მონაწილეობა შეუძლიათ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებების სამივე საფეხურის სტუდენტებს.
მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების სათაური და აბსტრაქტი (არაუმეტეს 250 სიტყვისა) უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: culturalstudies@tsu.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 მაისი.